ბრიტანეთი მეფე ჩარლზის კორონაციის სამზადისშია

რამდენიმე წუთში, გაერთიანებული სამეფოს ახალი მონარქის, მეფე ჩარლზ მესამის კორონაციის ცერემონია დაიწყება.  ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით,  ღონისძიება 11:00 საათზე გაიხსნება.

მეფედ კურთხევის ცერემონიისთვის ლონდონის უესტმინსტერის სააბატოში ისტორიული ქვაც ჩამოიტანეს. ეს სწორედ ის ქვაა, რომელზეც კორონაცია საუკუნეებია იმართება. ღონისძიებას დელეგაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაესწრება. მათ შორისაა საქართველოს პრეზიდენტი.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, ახალი მონარქი  მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი გახდა.

 

მსგავსი თემები