,,რუსეთი დღეს უძლებს, თუ ნებდება?”- თინა კანდელაკი

,,რუსეთი დღეს უძლებს, თუ ნებდება?”- ასე ეხმაურება კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი კრემლზე უპილოტო საფრენი აპარატის იერიშს.

,,სიტყვას “მოთმინება” ძალიან ბევრი სინონიმი აქვს. მაგალითად “გაძლება”, ან “დათმობა”. თუმცა არსებობს კიდევ ერთი სინონიმი – “დანებება”. კითხვა მაქვს: რუსეთი დღეს უძლებს, თუ ნებდება? და თუ ჩვენ ვნებდებით ბოროტებას, რატომ?” – წერს კანდელაკი.

 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

მსგავსი თემები