,,ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას?”-  კალაძე

მე მინდა ევროპა და ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს იდენტობაზე, წარსულზე, ტრადიციებსა და კულტურაზე, რითაც ვამაყობ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა
კალაძემ გადაცემაში „იმედი live” განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ბრალდებები, თითქოს გადაუხვია ევროპულ ღირებულებებს, ცილისწამებაა.

„რატომ არ შევუერთდით სანქციებს? ამაზეა ძირითადად საუბარი. ვინ დაგვაჯერებს იმაში, რომ ქართული ღვინო ან სოფლის მეურნეობის პროდუქტები თუ არ გავა, ამით დავაზიანებთ რუსულ ეკონომიკას? ასე
ხომ პირიქით დავაზიანებთ გაჭირვებულ ხალხს, ვინც 24 საათი შრომობს ლუკმა-პურის ოჯახში შესატანად. ეს ფული ხომ ისევ საქართველოში შემოდის?! რატომ უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი საქართველოში? ნაკლები გავაკეთეთ ამ მიმართულებით? ყველა საერთაშორისო მისიაში საქართველო უმრავლესობით იყო
წარმოდგენილი. რამდენი დაჭრილი, დასახიჩრებული ბიჭები გვყავს. მაგათ ვენაცვალე, მართლა გმირები არიან. გვინდა სახელმწიფოებრიობა დავკარგოთ? მინდა, მივმართო საზოგადოებას, დღეს რომ ნაციონალური მოძრაობა იყოს ხელისუფლებაში, წარმოგიდგენიათ რაიქნებოდა ქვეყანაში? მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა“, – განაცხადა
კახა კალაძემ.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია, თუმცა ეს არ ნიშნავს საკუთარ იდენტობასა და კულტურაზე უარის თქმას.

 

მსგავსი თემები