უკრაინაში ჩამოაგდეს დრონი წარწერით – “მოსკოვისთვის”

გასული ღამის განმავლობაში კიევში და უკრაინის რიგ რეგიონებში, საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. კიევში საჰაერო განგაში 3 საათზე მეტხანს იყო გამოცხადებული.

აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. უკრაინის სამხრეთის სარდლობის ცნობით, თავდაცვის ძალებმა ოდესაში 15-დან 12 “შაჰედის” დრონი ჩამოაგდეს.

,,ოკუპანტები ღამით ისევ თავს დაესხნენ დედაქალაქს. გამოიყენეს ე.წ. კამიკაძე დრონები – საუბარია შაჰიდის დრონებზე. ასევე გამოყენებული იყო რაკეტაც. ასეთი ინტენსიური თავდასხმა დედაქალაქზე ბოლო რამდენიმე თვეში არ მომხდარა”, – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

სამხრეთის სარდლობის ცნობით, რომ დრონებზე, რომლებიც ჩამოაგდეს ეწერა “მოსკოვისთვის”.

მსგავსი თემები