უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დაკარგულად 23 760 მოქალაქე მიიჩნევა – უკრაინის შსს

უკრაინას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლეონიდ ტიმჩენკოს ცნობით,  ომის დაწყებიდან დღემდე დაკარგულად ქვეყნის 23 760 მოქალაქე მიიჩნევა.

მისი თქმით,  დაკარგულად მიჩნეულ ათობით ათას ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

,,ომის დაწყებიდან რეგისტრირებული იყო 101 543 დაკარგული მოქალაქე. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ეროვნული პოლიციის ბაზაში შევიტანეთ, მერე ტარდებოდა შემოწმებები. 54 310 ადამიანი ვიპოვეთ. ძებნაში გამოცხადებული იყო 31 330 მოქალაქე, მათგან 7 570 ვიპოვეთ. ამ ეტაპზე ძებნაში რჩება 23 760 მოქალაქე – ისინი განსაკუთრებულ გარემოებებში გაუჩინარდნენ. უწყებამ ასეთი ადამიანების რეესტრი ცალკე შექმნა”, – განაცხადა ტიმჩენკომ.

მსგავსი თემები