,,სააკაშვილი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას”- ზურაბ ჩხაიძე

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის მიერ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდი არ დასურდება.

მისი თქმით, პაციენტის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა.

„რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ეს ვიცით პაციენტის გადმოცემით, როგორც მან აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება. არც საშუალო მედპერსონალის მიერ და არც ექიმის მიერ, რადგან საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმმა და როგორც მორიგე პერსონალი გადმოგვცემს, გონების კარგვას ადგილი არ ჰქონია. პაციენტის გადმოცემოთ იყო გონების კარგვა, ამიტომ მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, მაგრამ არსებობს ჩანაწერები“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძე ასევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ გონების დაკარგვის გამო, რკინის მაგიდას დაარტყა თავი.

„რაც შეეხება რკინის მაგიდას, პაციენტი იმყოფება ლუქს პალატაში, რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას და არ არის იმ სივრცეში. არანაირი დაზიანება არ ეტყობა გარეგანი დათვალიერებით. იცით, რომ კანონიერად ხდება ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კადრები, შეგიძლიათ, მიმართოთ და ნახოთ. გავრცელება ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ჩაწერას აწარმოებს პენიტენციური დაწესებულება. გონების კარგვის ეპიზოდი კადრებში არ ჩანს,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი თემები