,,გვინდა, დაგეხმაროთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი”- თომას ჰაკერი

თბილისში შეხვედრებზე ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე, გვსურს, ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს საქართველოში, გვინდა, დაგეხმაროთ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა, თომას ჰაკერმა განაცხა.

„გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციით ვართ ჩამოსული თბილისში. რა თქმა უნდა, ვსაუბრობთ 12 რეკომენდაციაზე და გვინდა ვნახოთ, რა პროგრესს მიაღწიეს აქ, საქართველოში და გვინდა, დავეხმაროთ ყოველმხრივ, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული საზოგადოების წევრი. წელს მოგვიანებით გადაწყვეტილება იქნება ბრიუსელისგან და ჩვენ აქ ვიმყოფებით, რომ ეს შევამოწმოთ. შეხვედრები გვაქვს პარლამენტისა და კომიტეტის თავმჯდომარეებთან, ასევე კოლეგებთან პარლამენტიდან.“, – განაცხადა თომას ჰაკერმა.

 

თომას ჰაკერის კომენტარის პირველი არხი ავრცელებს.

მსგავსი თემები