რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებით, ნოვოშახტინსკის ნავთობის ქარხანაზე ღამით დრონით თავდასხმა განხორციელდა.
მისი თქმით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
,,კრასნოსულინსკის რაიონის სოფელ კისელევკასთან, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში, უპილოტო საჰაერო აპარატი დაეჯახა ქარხნის საამქროთაშორისი ესტაკადის კონსტრუქციებს, რის შემდეგაც აფეთქდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი მაშინვე ჩაქრა. ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეები არ მონაწილეობდნენ,”- აცხადებს გოლუბევი.