ბერლინში 39 წლის კაცმა სკოლის მოსწავლეები დაჭრა

ბერლინში 39 წლის კაცმა სკოლაში 2 მოსწავლე დაჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.

მედიის ინფორმაციით, 7 და 8 წლის გოგოები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

შემთხვევის დროს სკოლის შენობაში 800-მდე მოსწავლე იმყოფებოდა.

მსგავსი თემები