კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად  რუსეთმა მოაწყო – ომის შესწავლის ინსტიტუტი

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW ) ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლზე თავდასხმა, სავარაუდოდ, თავად  რუსეთმა მოაწყო.

ინსტიტუტის შეფასებით, არსებობს რამდენიმე ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კრემლზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმის ინსცენირებით კრემლი ცდილობს შექმნას პირობები ფართო საზოგადოების მობილიზაციისთვის.

,,რუსეთის ხელისუფლებამ ახლახან მიიღო ზომები შიდა საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის თვითონ მოსკოვშიც. აქედან გამომდინარე, უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა თვითმფრინავმა გაარღვიოს საჰაერო თავდაცვის მრავალრიცხოვანი წრე და ააფეთქოს ან ჩამოაგდონ კრემლის “გულში” ისე, რომ თქვენ შეძლოთ მიიღოთ სანახაობრივი კადრები”, – ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინა კრემლზე, ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე, დრონებით იერიშის მიტანას შეეცადა.

მსგავსი თემები