,,იგეგმება პროვოკაცია ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებით”- მიხეილ ყაველაშვილი

,,ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგი წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, მათ შორის, ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, უმძიმეს პროვოკაციას გეგმავენ ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით,”- ამის შესახებ  დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მათ მიზნად აქვთ, რომ პროვოკაციის შედეგად, საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიონ.

“მინდა გავაფრთხილო ეს მავნებლები, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ისინი ამ მავნებლურ ქმედებაზე არ იტყვიან უარს, გაჟღერდება მათი სახელები და გვარები. მათი მიზანია ამის შედეგად მოხდეს დესტაბილიზაცია საქართველოში, აირიოს სიტუაცია და ის გეგმა, რაც აქამდე არსებობდა, ამ სახით მიაღწიონ შედეგს. ვაფრთხილებ, დასახელდება მათი გვარები და იქნება რეაგირება,”- განახადა ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები