,,საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას, ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად”- სტოლტენბერგი

,,ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა დღეს განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლასა და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად,” – ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას წლების განმავლობაში.

„განსაკუთრებით მივესალმებით ჩვენს პარტნიორებს – ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას. მოხარული ვარ, რომ თქვენ, ყველანი, აქ იმყოფებით. ჩვენი შეხვედრა აჩვენებს ძლიერ და მზარდ თანამშრომლობას ნატო-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ამ გამოწვევებით სავსე დროს. ნატო და ნატო-ს მოკავშირეები უზრუნველყოფენ სამივე ქვეყნის მხარდაჭერას წლების განმავლობაში, მათ შორის, შესაძლებლობების განვითარებაში, რეფორმებსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების გასაძლიერებლად წვრთნებში. დღეს ეს პარტნიორები განიცდიან რუსეთის მხრიდან ზეწოლას და ნატო-ს მოკავშირეები მოწოდებული არიან მათ დასახმარებლად. ეს შეხვედრა არის შესაძლებლობა, ვისაუბროთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების პრობლემებზე, განსაკუთრებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში და დასავლეთ ბალკანეთზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები