“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა გადაიდოს ან დაპაუზდეს – განცხადება ამის შესახებ, პარტიის ერთ ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ გააკეთა. მიზეზად ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის უმძიმესი მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ ახლა საჭიროა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონცენტრირება

“ვიცით, რომ სამწუხარო ვითარებაა პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ეს სწორი იდეა, რომ არჩევნებით განისაზღვროს ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე, ამ წუთას ცოტა უხერხულ მომენტს დაემთხვა. ვფიქრობ, ამას ყველა აცნობიერებს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი ამ მოვლენის გამო, რაღაცნაირად გადაიწიოს, ან გადავადდეს” – აცხადებს ბარამიძე.

ენმ-ს ოფისში დღეს სამუშაო ჯგუფის ბოლო  შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ, რა ფორმით უნდა ჩატარდეს თავმჯდომარის არჩევნები.

მსგავსი თემები