,,ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს”- ალეკო ელისაშვილი

,,ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს,”-  ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საერთოდ, რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე სლოგანი გაუგებარია.

„საახალწლო ნაძვის ხეზე რატომ უნდა ეწეროს საერთოდ რამე სლოგანი, რა შუაშია, საარჩევნო ბანერო ხო არაა, რა შუაშია?! გაანათე, ჩამოკიდე სათამაშოები და მორჩა. მეორე, როცა ასეთ რამეს აწერ, კალაძე კიევში გახდა კარგი ფეხბურთელი, წლები ცხოვრობდა იქ, ნატამალი სოლიდარობა ხომ უნდა ჰქონდეს, სულ რომ არ ეცხოვრა იქ, რომ ამ დროს კიევი არის დაბომბილი, შუქი არ აქვთ, გათბობა და ამ დროს შენ რაღაც ნიშნისმოგებით აწერ ამ ყველაფერს, ასე ჩანს ნებისმიერ შემთხვევაში. თავის ნამდვილ საარჩევნო სლოგანს რატომ ვეღარ აწერს, უხერხულია, რომ ვაკის პარკის ამბის მერე სიცოცხლით სავსე ქალაქი დაარქვას?! რა საჭიროა სლოგანი ნაძვის ხეზე საერთოდ, სახლში ნაძვის ხეზე რამეს აწერთ?! და ნამდვილი საარჩევნო სლოგანი თუ უნდა კალაძეს, „რუსი დეზერტირებით სავსე ქალაქი“ დააწეროს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან რუსი დეზერტირები, ეგ არის სინამდვილე და ახლა იმაზე ლაპარაკი და თითის გაშვერა, რომ “ჩვენ მშვიდობა გვაქვს”… ხო, სულ კალაძის გამო გვაქვს მშვიდობა, მშვიდობა იმიტომ გვაქვს, რომ ჯერ პუტინს არ გადაუწყვეტია, თავს დაგვესხას და არა იმის გამო, რომ კალაძეს ახლა აქ იმისთანა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აქვს დაყენებული, ნაძვის ხეზე მათ შორის, რომ ვერ ბედავენ ჩვენზე თავდასხმას. ეს არის მარაზმი, საახალწლო ნაძვის ხეზე რამის დაწერა, რად უნდა ნაძვის ხეს სლოგანი, ახალი წელი ვერ მოვა ისე? დააწეროს, აბა, კალაძემ “სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები