რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილეს წინააღმდეგ, უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [SBU] მასალების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი, რომელიც ფლობს ერთ-ერთ უკრაინულ ენერგოკომპანიას, ეჭვმიტანილია უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაში.

უსაფრთხოებამ შესაბამისი შეტყობინება უკრაინის გენპროკურატურას უკვე გადაუგზავნა. უწყების ინფორმაციით,  ბაბაკოვი ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო აგრესიას და მხარი დაუჭირა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების „რუსეთის ფედერაციაში მიღებას“.

გარდა ამისა, SBU-ს განცხადებით, ის სხვა პირებთან ერთად არის უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი ენერგეტიკული კომპანიის ბენეფიციარი. კერძოდ, ის მართავს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს კიევში, ასევე ჟიტომირის, ხერსონის, კიროვოგრადის, ჩერნივცის, რივნის რეგიონებში.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ კომპანიებში ჩხრეკა ჩაატარა, ენერგეტიკის სექტორში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად. სწორედ ენერგეტიკაა რუსული რაკეტების მთავარი სამიზნე უკრაინაში, ზამთრის დადგომის შემდეგ.

 

მსგავსი თემები