მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება გაისმა, არის დაშავებული. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Correo de la Axarqua ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, საელჩოში ბომბიანი კონვერტი აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

“მუშამ მსუბუქი ჭრილობა მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება”, – წერია ესპანურ გამოცემაში.

“ეროვნული პოლიცია უკვე იძიებს ფაქტებს სამეცნიერო პოლიციისა და პროვინციული საინფორმაციო ბრიგადის მონაწილეობით”, – აღნიშნეს სამართალდამცავებმა.

მსგავსი თემები