,,შავი ზღვის რეგიონი ნატოს თავდაცვისა და ნატოს სტრატეგიისთვის კრიტიკული კომპონენტია”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შავი ზღვის რეგიონი ნატოს თავდაცვისა და ნატოს სტრატეგიისთვის კრიტიკული კომპონენტია. მისი თქმით, შავი ზღვიდან – ბალტიის ზღვამდე ნატოს მონაწილეობას კიდევ გაზრდიან.

,,ჩვენ გვყავს  მოკავშირეები, რომლებიც ზღვისპირა სახელმწიფოები არიან, უკრაინა და საქართველო.  რუსეთმა შავი ზღვის ეს ნაწილები ომის ზონად აქცია. ჩვენ ვნახეთ რუსების მიერ სამხედრო გემებიდან უკრაინის ქალაქების მიმართულებით გასროლილი რაკეტები. რუსულმა ძალებმა, დაბლოკეს უკრაინის პორტები, რამაც გამოიწვია სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე დიდი კრიზისი. საბედნიეროდ, გაეროს და თურქეთის მნიშვნელოვანი ძალისხმევით, შევძელით შავი ზღვის დერეფნის შექმნა. რუმინეთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტში, რათა მსოფლიოს გამოკვებაში დაეხმაროს. სვლას არ შევწყვეტთ და შავი ზღვიდან – ბალტიის ზღვამდე ნატოს მონაწილეობას კიდევ გავაძლიერებთ. შავი ზღვის რეგიონი ნატოს თავდაცვისა და ნატოს სტრატეგიისთვის კრიტიკული კომპონენტია,”- განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი თემები