,,მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე, როგორ შეიძლება, უკრაინაში ომია”- ირაკლი კობახიძე

,,გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში,”- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თბილისის 2023 წლის საახალწლო სლოგანთან -„მშვიდობის ქალაქთან“ დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, ”მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ”.

,,გთავაზობთ ერთწლიანი მორატორიუმი გამოვაცხადოთ მშვიდობის სადღეგრძელოზე საქართველოში. როგორ შეიძლება მშვიდობის სადღეგრძელოს დალევა, როდესაც უკრაინაში არის ომი. ამ დონეზე კომიკურები არიან ეს ადამიანები, რომ მშვიდობა როცა გამოგაქვს სლოგანად, ესეც კი აღიზიანებთ. როგორც ჯვარი აღიზიანებდათ, ანუ ეკლესიას იმდენად მტრობენ, რომ ჯვარი აღიზიანებთ და აქაც, მშვიდობას იმდენად მტრობენ ეს ადამიანები, რომ სლოგანმა გააღიზიანათ,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები