,,ისეთ განცხადებებს აკეთებს, ზურაბიშვილისგან არაფერს გამოვრიცხავ”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე  პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით არაფერს გამორიცხავს. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ”ნაციონალური მოძრაობის” ნარატივში ”ჩაჯდა”.

,,არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას გააკეთებს ნამდვილად არ ვიცი. ისეთ განცხადებებს აკეთებს მისგან არაფერს გამოვრიცხავ. ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსები საქართველოშიო რომ იძახა – იმდენად ჩაჯდა ნაცმოძრაობის ნარატივში, ხომ დაგეგმეს იმათმა, მიუხედავად იმისა, რომ იციან, ეთნიკურად ქართველია ძალიან დიდი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებისა, ვინც დარჩა საქართველოში ამ პერიოდში, ეს იციან და მაინც რუსები შემოდიანო. კი ბატონო, რუსიც ბევრია, უკრაინელიც, რუსულ ენოვანი ადამიანები ჩანან უფრო მეტნი ქუჩაში, მაგრამ ისიც ძალიან კარგად იციან, რომ ვინც დარჩა და ვინც უკან არ ბრუნდება, ის ადამიანები არიან საქართველოში რომ ოჯახები ჰყავთ, ეთნიკურად სომეხი, აზერბაიჯანელი და დიდი ნაწილი ქართველი – სამწუხაროდ, ამ ნარატივზე დაჯდა პრეზიდენტი და იძახა, რომ ვაგონებით ჩამოჰყავთ რუსეთიდან ხალხი, რა ვაგონი? როდის ნახა ბოლოს ვაგონი? და ამ განცხადების ავტორი რა ვიცი, რას გააკეთებს, რა გითხრათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები