ძიან ძემინი გარდაიცვალა

ჩინეთის ყოფილი ლიდერი ძიან ძემინი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ადგილობრივი სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ის ოთხშაბათს ადგილობრივი დროით 12:00 საათზე შანხაიში გარდაიცვალა.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ძიან ძემინი ლეიკემიითა და პოლიორგანული უკმარისობით გარდაიცვალა.

ძიან ძემინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას 1989 წლიდან 2002 წლამდე იკავებდა. 1993-დან 2003 წლამდე იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაური.

მსგავსი თემები