,,რუსეთი 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურაზე გაამახვილებს ყურადღებას”- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის,სერგეი შოიგუს განცხადებით, 2023 წელს ბირთვული იარაღის ინფრასტრუქტურა მოსკოვისთვის პრიორიტეტი იქნება.

“2023 წლის კაპიტალური სამშენებლო პროექტების სიის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მშენებლობას სტრატეგიული ბირთვული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე”, – განაცხადა შოიგუმ.

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებიდან  ორ თვეში 300 000 რეზერვისტმა, მათ შორის მოხალისეებმა გაიარა ტრენინგი.

მსგავსი თემები