,,შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ”- კობახიძე

,,შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, არჩევანი არეულობის სასარგებლოდ თუ გაკეთდება, ეს უნდა შეაფასოს საზოგადოებამ, იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებაზე საუბრობენ,  ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი ამოძრავებთ.

„პირველ რიგში, შეწყალება არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა. ერთადერთი, რაც ამოძრავებთ ამ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ საუბრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, არის ქვეყანაში არეულობის შექმნის ინტერესი. იცით, რომ სწორედ ამ მიზნით ჩამოიყვანეს სააკაშვილი საქართველოში, მუნიციპალური არჩევნების წინ და ზუსტად იგივე მიზნით სურთ მისი გათავისუფლება. ეს ინტერესი საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს და ამის მიხედვით გააკეთოს დასკვნები. ასევე, სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდესა და არეულობას შორის არჩევანს თუ არეულობის სასარგებლოდ გააკეთებს, ესეც უნდა შეაფასოს საზოგადოებამ. იმედი მაქვს, ამას არ გააკეთებს პრეზიდენტი“, – აღნიშნა  კობახიძემ.

მსგავსი თემები