,,მეორე ფრონტის გეგმა ვისაც ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში მათ ჩამოიყვანეს”- ირაკლი კობახიძე

„ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზიის ლიდერები სააკაშვილს თვითდაზიანებისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „როდესაც კონკრეტული ადამიანები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ვითომ დარდობენ, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს ქვეყნის ასარევად და მას პირდაპირ მოუწოდებდნენ თვითდაზიანებისკენ”.

„ვისაც ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტი უნდოდა და ვისაც ეს გეგმა ჰქონდა, სააკაშვილი საქართველოში სწორედ მათ ჩამოიყვანეს. ვიდრე ის თბილისში ჩამოვიდოდა, მანამდე მას ფონს უმზადებდნენ – მაგალითად, გაიმართა რაღაც კონფერენცია თუ ღონისძიება, სადაც მონაწილეობდნენ ცნობილი ოდიოზური ევროპარლამენტარები კუბულიუსი, ფონ კრამონი და სხვები, ფონს უმზადებდნენ. კონკრეტული დაჯგუფებაა გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში უნდოდა ვითარების არევა, ხელისუფლების ცვლილება, მეორე ფრონტი, სწორედ მათ ჩამოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლა ეს ადამიანები პასუხისმგებლობას გრძნობენ და ამის შედეგია ის, რომ ისინი გვთხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. ერთია პასუხისმგებლობა და მეორე ინტერესია, ქვეყანაში ვითარება აირიოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები