,,რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას დანაკარგები”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას დანაკარგები და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები,”- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა.

„რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისთვის მიყენებული ზარალი ფასდება 600 მილიარდი ევროთი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას ზარალი და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რათა ვაიძულოთ რუსეთს გადახდა. ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 300 მილიარდი ევრო გვაქვს დაბლოკილი, ასევე გვაქვს გაყინული 19 მილიარდი ევროს ოდენობის რუსი ოლიგარქების ფული. მოკლე ვადაში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია შევქმნათ სტრუქტურა, ამ თანხის მართვისთვის და ინვესტიციისთვის, შემდგომ შემოსავალს ჩვენ უკრაინისთვის გამოვიყენებთ. როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული იმგვარად, რომ რუსეთმა გადაიხადოს სრული კომპენსაცია უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გავხადოთ. რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები