ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. “პრეზიდენტი” ალან გაგლოევი უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გაგლოევმა რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედროებს და “რესპუბლიკიდან” წასულ მოხალისეებს, ტექნიკური აღჭურვილობა, ჰუმანიტარულ ტვირთი, საკვები, გენერატორები და მედიკამენტები ჩაუტანა.
გაგლოევმა სამხედროებს მადლობა გადაუხადა “გამბედაობისა და გმირობისთვის”.