„დელტა შტამი“ კლინიკურად უფრო მძიმედ მიმდინარეობს

  •  

„მშობლები ორჯერადად უნდა აიცრან“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძე, რადგანაც, ბავშვების ინფიცირებისგან დაცვა სწორედ მშობლების ვაქცინაციაა.

“თანდანთან მატულობს „დელტა“ შტამის ცირკულაცია. ჩვენ გლობალური სამყაროს წევრი ვართ, გახსნილია საზღვრები, არის მიმოსვლა თვითმფრინავით თუ სახმელეთო საზღვრებით, ამიტომ ვერ დავიცავთ იმისგან, რომ არ შემოვიდეს. პროგნოზიც ასეთია, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს „დელტა“ შტამი მთლიანად ჩაანაცვლებს ევროპაში მოცირკულირე „ბრიტანულ“ შტამს“ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, აფხაზეთიდან გადმოყვანილი ჩვილი, რომელსაც „დელტა შტამი“ დაუფიქსირდა, მძიმე მდგომარეობაშიაა.

„აფხაზეთიდან გადმოყვანილი ბავშვია ერთ-ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. გიდასტურებთ, დადასტურებულია „დელტას“ შტამი. მეორე ბავშვს აქვს „ალფა“, ანუ ე.წ. ბრიტანული შტამი. მოგეხსენებათ, ბავშვებში „ალფას“ და „დელტა“ შტამი უფროა ადვილად ვრცელდება. „დელტა“ კლინიკურად შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობს. ბავშვებში გადადების მთავარი წყარო არის მშობლები. ამიტომ, მთავარი რეკომენდაციაა, რომ ყველა მშობელი იყოს ორჯერადად აცრილი, რომ შვილებს ინფექცია არ მიუტანონ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები