“იმას, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია” – ვახტანგ გომელაური

  •  

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გურჯაანში პოლიციის ახალი შენობის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და განაცხადა, რომ არ უფიქრია თუ ვინმე ჟურნალისტებზე იძალადებდა.

გომელაურის განმარტებით, ძალადობისა და თავდასხმების ფაქტების გამოძიება გრძელდება.

“ჩვენ არც გვიფიქრია, რომ ჟურნალისტებზე იძალადებდნენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, მით უმეტეს, ჟურნალისტებზე ძალადობა ჩემთვის ყოვლად მიუღებელია და ვგმობ. არა მარტო ჟურნალისტებზე, არამედ მოქალაქეებზეც ძალადობა და მით უმეტეს ჟურნალისტებზე. საპოლიციო ძალა, რაც იყო გამოყვანილი, იყო გათვლა, რომ მარშში მონაწილეები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ.

პოლიცია სადაც იყო, ყველგან, რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3 200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი, მერე გახდა 8, მერე – 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი ხდებოდა,”-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები