“ტვ პირველისა“ და „მთავარის“ თანამშრომლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

  •  

ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება.

სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა თითოეულის შემთხვევაში პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უცნობია, თუ რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებიდან ორმა პირმა „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულებიდან კიდევ ორმა პირმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები