ადგილები თბილისში, რომელიც მიდრეკილია მეწყრული პროცესებისადმი

„ადამიანები მაინც ცდილობენ, თანხა დაზოგონ ხარისხიან მშენებლობებში, უსაფრთხოების ხარჯზე“ – აცხადებს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი​ს გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

მისი შეფასებით, მიუხედავად არსებული საფრთხეებისა, ასეთ ზონებში მაინც შენდება.

„თბილისში საკმაოდ ბევრი ადგილია, სადაც წარმოუდგენლად ძვირია ხარისხიანი მშენებლობა. მაგალითად, ადგილები, რომელიც მიდრეკილია მეწყრული პროცესების მიმართ. ასეთია ბაგების უბანი, ვაშლიჯვრის ტერიტორია, ლისის ფერდობი, ვერეს ხეობა, სადაც ისევ მიმდინარეობს მშენებლობები. თბილისი საკმაოდ რთული ქალაქია, არ გვაქვს მხოლოდ ცუნამთან და მყინვართან დაკავშირებული საფრთხეები. დანარჩენი, საფრთხეების მრავალფეროვნება საკმაოდ შორს წაგვიყვანს. ამ ფონზე, როცა ადამიანები მაინც ცდილობენ, რომ თანხა დაზოგონ ხარისხიან მშენებლობებში უსაფრთხოების ხარჯზე, ძალიან გაუგებარია“ – აღნიშნა სუხიშვილმა „მედიაცენტრ მთვართან“.

 

მსგავსი თემები