“5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე” – ვახტანგ გომელაური

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა დამნაშავე შესაბამისად დაისჯება.

მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია და ამ ეტაპზე დაკავებულია 15-16 ადამიანი.

“გუშინ გავრცელდა მიმოწერები რადიკალური ჯგუფების, გამოძიება დაიწყო და ვიმსჯელებთ, დასაკავებლები არიან თუ არა ეს ადამიანები. 

ყველა ადამიანის უსაფრთხოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დაკითხვაზე დავიბარეთ უკვე ადამიანები და თუ დანაშაული გამოიკვეთება, აუცილებლად მოხდება დაკავება.

პარლამენტში პროცედურები დაიწყება, უნდა მივიდე. ჯანმრთელობა თუ არ შემიშლის ხელს აუცილებლად მივალ.

5 ივლისის თემა ძალიან მძიმე იყო, ჟურნალისტებზე ძალადობა არის ძალიან მძიმე, ორგანიზებულად ხდებოდა და სხვადასხვა ადგილებში. დავაკავეთ 15-16 ადამიანი,”-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მსგავსი თემები