პოლიციის შენობიდან გადავარდნილი კაცის ოჯახი მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს

თბილისში პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ლევან გაჩეჩილაძის ოჯახი მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს.

მამაკაცის დედის, მანანა გაჩეჩილაძის  თქმით, მისი შვილი შენობიდან გადმოაგდეს ან ჩხუბის დროს გადმოვარდა. მისივე თქმით, ლევან გაჩეჩილაძემ მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ შემაკავებელ ორდერს ხელი მოაწერა და შენობიდან გასვლას აპირებდა, რაც დედის თქმით, თვითმკვლელობის მცდელობას გამორიცხავს.

ოჯახი საქმის გამოძიებას და დამნაშავის დასჯას მოითხოვს. ლევან გაჩეჩილაძე 23 დღეა კომაშია. შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის შენობაში 16 ივნისს მოხდა.

მსგავსი თემები