სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის საქმეზე საქართველოს 35 000 ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის საქმეზე საქართველოს 35 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ მიიღო პრევენციული ზომები ოჯახური ძალადობის მსხვერპლის დასაცავად და არ გამოიძია პოლიციის უმოქმედობა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ.

მარიამ წივწივაძე ყოფილმა ქმარმა 2014 წელს მოკლა – ოჯახის უფლებებს ორგანიზაცია “საფარი” იცავს.

კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს აზრით სახელმწიფომ სიცოცხლის მატერიალური ნაწილი დაარღვია.

“სასამართლომ 11 შემთხვევა დადასტურებულად მიიჩნია. გამოძიება არ დაწყებულა შესაბამისად სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფომ სიცოცხლის მატერიალური ნაწილი დაარღვია,”-აღნიშნა ბაია პატარაიამ.

მსგავსი თემები