დუბლინში მოხუცთა თავშესაფრის ძველი შენობა დაიწვა

დუბლინში, ბრიტასის მახლობლად, მოხუცთა თავშესაფრის ძველი შენობა დაიწვა. დუბლინის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, გაჩენილი ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით 07:00 საათზე აცნობეს.

ამჟამად, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირლანდიური მაუწყებლის, RTÉ ცნობით, გასულ კვირას ყოფილი წმინდა ბრიჯიდის მოხუცთა სახლის ლტოლვილების განსახლებისთვის გამოსაყენებლად, დემონსტრაციები მოეწყო.

მსგავსი თემები