ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთს ეწვია – რას მოიცავს ვიზიტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთსში ჩავიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვიზიტის დიდი ნაწილი „ჰამასის” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას დაეთმობა.

BBC-ი იუწყება, რომ ბლინკენი თავდაპირველად საუდის არაბეთს ეწვია, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.

ცნობილია, რომ ვიზიტი ხუთშაბათამდე გაგრძელდება და საუდის არაბეთის შემდეგ, ბლინკენი ეწვევა ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს.

მსგავსი თემები