„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – აქცია პარლამენტთან

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!” – ამ მოთხოვნით პარლამენტთან ხელოვანების აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებიან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც დეპუტატებს მოუწოდებენ, რომ თეა წულუკიანს ნდობა არ გამოუცხადონ.

ცნობისთვის, აქცია პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენის პარალელურად მიმდინარეობს.

მსგავსი თემები