დიდი ბრიტანეთის მეფეს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

BBC-ი ბაკინგემის სასახლეზე დაყრდნობით იუწყება, რომ დიდი ბრიტანეთის მეფეს ჩარლზ III-ს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.

კიბოს ტიპი უცნობია. ბაკინგემის სასახლის ცნობით, მეფემ მკურნალობა ორშაბათს დაიწყო.

„მეფე დადებითად არის განწყობილი მის მკურნალობასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება საჯარო მოვალეობების შესრულებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები