2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელ ფართა 13 000 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხუთ ქალაქი, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი სახლები შენდება.

„გრძელდება დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიანი პოლიტიკა. 2023 წელს დავიწყეთ დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი რომლის ფარგლებშიც, 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი ფართი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა“, – აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობა მაღალი ტემპით მიმდინარეობს.

„ახალი საცხოვრებელი კომპლექსები საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში მოეწყობა. მშენებლობის მაღალი ტემპის გათვალისწინებით, წელს უკვე დაგეგმილია თბილისსა და ქუთაისში რამდენიმე ასეული ბინის გადაცემა. პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონ ლარს შეადგენს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

მსგავსი თემები