“უკრაინა უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადდება უსაფრთხოების ახალი შეთანხმებები. მისივე ცნობით, ეს გულისხმობს თავდაცვის, ფინანსურ და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას. ”ჩვენი გუნდი უკრაინის უსაფრთხოების ახალ შეთანხმებას ამზადებს. მოლაპარაკებები მალე დაიწყება. ეს შეთანხმებები თავდაცვის მხარდაჭერას, ფინანსებს და ჰუმანიტარულ თანამშრომლობას გულისხმობს. ამის შემდეგ, ჩვენს პარტნიორებთან ასეთი 30 ხელშეკრულება გვექნება. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ NATO-ს წევრი, არამედ სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობაც. ისინი ყველა თანაბრად მზად არიან დაგვეხმარონ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვაში. მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება საკუთარი ინსტრუმენტები ჩვენი ხალხისა და ჩვენი სახელმწიფოს მხარდასაჭერად – ჩვენი უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც იმუშავებენ ყველა პირობებში. ასე მივდივართ წინ.”…

მეტი...

ისრაელი ირწმუნება, რომ ღაზის სექტორის ნაწილს, “ჰამასი” რაკეტების გასაშვებად იყენებს

ხან იუნისზე ისრაელის სამხედრო ძალების იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმა ისრაელის იმ გაფრთხილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ისრაელის სამხედროებმა განკარგულება გასცეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ღაზის სექტორის იმ ნაწილიდან მომხდარიყო, რომელიც ჰუმანიტარულ ზონად არის გამოცხადებული. მათი თქმით, “ჰამასის” წინააღმდეგ ოპერაცია იგეგმება, რადგან აღნიშნულ ტერიტორიას ისინი რაკეტების გასაშვებად იყენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ევაკუაციისთვის დრო არ მისცეს. სამიზნე რაიონებში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს. მომხდარის შემდეგ, ათობით ოჯახმა დაიწყო საკუთარი სახლების დატოვება. თავდასხმები გრძელდება ღაზის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ისრაელის სამხედრო ძალებმა, მხოლოდ გასულ კვირას, 63-ჯერ დაარტყეს ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკს, დაიღუპა 91 პალესტინელი და…

მეტი...

ესპანეთში მასობრივ ტურიზმს ისევ აპროტესტებენ

ესპანეთში ისევ გამოვიდნენ მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ. პალმა დე მალიორკაში პროტესტს ათასობით ადგილობრივი შეუერთდა. აქტივისტებს დემონსტრაციაზე თვითმფრინავებისა და საკრუიზო ხომალდების მაკეტები ეჭირათ. გააპროტესტეს ტურისტების გაზრდილი რაოდენობა. ტურიზმის მოწინააღმდეგე აქტივისტებმა, ამ წლის განმავლობაში, რამდენიმე აქცია გამართეს სხვა პოპულარულ ტურისტულ ქალაქებში, მათ შორის  ბარსელონაში, მალაგაში და კანარის კუნძულებზე. მათი თქმით, ჭარბი ტურიზმი ამ რეგიონებში უძრავი ქონების ფასებს ზრდის და აძვირებს ცხოვრების ხარჯებს ადგილობრივებისთვის. 2024 წლის პირველ მეოთხედში ესპანეთს 16 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც შარშანდელის მონაცემზე 18 პროცენტით მეტია.

მეტი...

“თანამედროვე ისტორიაში ჯო ბაიდენის მიღწევები შეუდარებელია“ – ჰარისი

„მე პირადად ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ იბრძვის ყოველდღე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამერიკელი ხალხისთვის  და ჩვენი ქვეყნის წინაშე მისი სამსახურისთვის ჩვენ ღრმად მადლობელი ვართ“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა პირველი საჯარო გამოსვლისას , მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ ნოემბერში მეორე ვადით კენჭს არ იყრის. „ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯო ბაიდენის მიღწევები თანამედროვე ისტორიაში შეუდარებელია. ერთ ვადაში, მან იმ პრეზიდენტების მემკვიდრეობას გადააჭარბა, რომლებმაც ორი ვადის განმავლობაში იმსახურეს. პირველად ჯო ბაიდენი მისი შვილის, ბოს მეშვეობით გავიცანი. მაშინ ჩვენს შტატებში გენერალურ პროკურორებად ვმუშაობდით და ბო მამის შესახებ ისტორიებს…

მეტი...

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ყრილობაზე დასახელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ასი დღე დარჩა. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყურადღების ცენტრში. როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიმდინარე კვირაში პირველად მიმართავს საზოგადოებას. 24 ივლისს შეიკრიბება დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის წესების კომიტეტი, რათა განიხილონ ახალი კანდიდატის არჩევის პროცესი. საბოლოო კანდიდატის ვინაობა დემოკრატიული პარტიის ოთხდღიან ეროვნულ ყრლობაზე გახდება ცნობილი, რომელიც ჩიკაგოში 19-22 აგვისტოს გაიმართება. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს კი პირველად დებატებში 10 სექტემბერს დაუპირისპირდება. ჯო ბაიდენმა აშშ-ის 2024 წლის…

მეტი...

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7104 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7104 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0108 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9382 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0134 ლარი შეადგინა.

მეტი...

„უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს“ – სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს შეფასებით, უკრაინის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის შეჩერება ასოცირების ხელშეკრულებას არღვევს. „ეს უკრაინის მხრიდან მიუღებელი ნაბიჯია, ქვეყნის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რომელიც ერთი გადაწყვეტილებით ევროკავშირის ორი წევრი სახელმწიფოსთვის ნავთობის მიწოდებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის. უკრაინის მსგავსი გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების აშკარა დარღვევაა“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ. მისივე განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება, „ლუკოილი“ სანქციების სიაში შეეყვანა, რამაც ნავთობის ტრანზიტის შეჩერება გამოიწვია, „უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებას ფუნდამენტურ საფრთხეს უქმნის“. ინფორმაციისთვის, „ლუკოილი“ უკრაინის მიერ დაწესებული სანქციების სიაში 2018 წლიდან შედის, მაგრამ სანქციები შეზღუდული იყო და ისინი მხოლოდ კაპიტალის გატანას, სავაჭრო ოპერაციების…

მეტი...

ინდოეთში გავრცელებულმა ვირუსმა 16 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის შტატში “ჩანდრიპურას” ვირუსი გავრცელდა. ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაფიქსირებულია 50 შემთხვევა, აქედან 16 პაციენტი დაიღუპა. ვირუსი Chandipur-ა ნაკლებად შესწავლილი ვირუსის სახეობაა და მისი მკურნალობის მეთოდი ან ვაქცინა არ არსებობს. დაავადება იწვევს ცხელებას გრიპის ან მწვავე ენცეფალიტის მსგავსი სიმპტომებით. ინდოეთში, ამ დაავადების აფეთქებები პერიოდულად ფიქსირდება. ვირუსი კოღოების ან ტკიპების ნაკბენით ვრცელდება, თუმცა, ინდოეთის ფარგლებს გარეთ ადამიანის დაინფიცირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

მეტი...

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა დაამტკიცა

ესტონეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე კრისტენ მიხალის კანდიდატურა დაამტკიცა. კრისტენ მიხალს 64-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ხმა მისცა 27-მა. კენჭისყრამდე კრისტენ მიხალმა დეპუტატებს წარუდგინა საკუთარი ხედვა და დღის წესრიგი, რომელიც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიზნებიდან გამომდინარე გადასახადების გაზრდასა და ეკონომიკური ზრდისთვის გარკვეულ რეფორმებს ითვალისწინებს. პრემიერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კაია კალასი 15 ივლისს თანამდებობიდან გადადგა, რათა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებას ჩაუდგეს სათავეში.

მეტი...

“ბაიდენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ ის ქვეყნის ინტერესებს საკუთარზე მაღლა აყენებს. აღნიშნული განცხადება ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალზე მედიასთან საუბრისას გააკეთა. „მე დიდ პატივს ვცემ ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენი თავისი ქვეყნის ინტერესებს საკუთარ ინტერესებზე მაღლა აყენებს. უფრო მეტიც, ჯო ბაიდენმა წარმოუდგენელი ძალისხმევა გასწია ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისთვის და არამხოლოდ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ურთიერთობებში მთელი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში“, – აღნიშნა ბერბოკმა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ახლა თავად ამერიკელებმა…

მეტი...

„საიდუმლო სამსახურის მისიას ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს, ჩვენ ეს ვერ შევძელით“- აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი

„აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის დაცვის მისია ვერ შეასრულა“, – აღნიშნულთან დაკავშირებით, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორმა, კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა. კიბერლი ჩიტლის განცხადებით, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კითხვებს პასუხობს, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 13 ივლისის მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს. „საიდუმლო სამსახურის მისიას ჩვენი ქვეყნის ლიდერების დაცვა წარმოადგენს. 13 ივლისს ჩვენ ეს ვერ შევძელით. მე, როგორც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეცდომაზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ“, – აღნიშნა კიბერლი ჩიტლიმ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენებმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორის გადადგომა მოითხოვეს, თუმცა კიმბერლი ჩიტლიმ განაცხადა, რომ თანამდებობის…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტრის გზაზე

ნატახტარის გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ცისტერნა შეეჯახა. უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მეტი...

ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ფაიფური – 25 მილიონი დოლარი

ფაიფურის შექმნის ისტორია დაკავშირებულია ჩინეთთან. ფაიფურის ჭურჭელი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მთელს მსოფლიში. განსაკუთრებით გამორჩეული და ცნობილია ჩინური ფაიფური, რომელსაც 2000 წლიანი ისტორია გააჩნია. ჩინური ფაიფური გამორჩეულია, როგორც ორიგინალური ფერებით, ისე დამზადების ტექნოლოგიით, ისტორიით და ფიგურებით. ჭურჭელზე გამოსახულ ნებისმიერ ფიგურას გარკვეული ისტორია გააჩნია და შესაბამისი ახსნა აქვს. მაგალითად,  ერთ-ერთ ფოტოზე ასახული ცისფერი და თეთრი ლარნაკი ზღვის წყლითა და ღრუბლის დრაკონის ნიმუშებითაა გაფორმებული.  ზღვა ღელავს, ტალღები ტრიალებს, დრაკონი კი სიხარულით დაფრინავს ღრუბლებს შორის.  ზოგი ჭურჭელი ბუნებასთან არის ასოცირებული, ზოგი ცხოველებთან, ფრინველებთან, მცენარეებთან და ასე შემდეგ. კიდევ ერთი ცისფერი და თეთრი ლარნაკი   8…

მეტი...

„ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ“ – წილოსანი

„პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ“, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე სარჩელის შეტანას. ნინო წილოსანის განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონი“ რომ დემოკრატიის პრინციპების ანბანს შეესაბამება, ეს არაერთხელ დადასტურებულა. „თავად ეს საკონსტიტუციო სარჩელები, რას ემსახურება, ალბათ, ყველასთვის ძალიან ცნობილია. ამ პრინციპის ამოქმედების დაანონსებიდან დღემდე ყველაფერი კეთდება, რომ გამჭვირვალობის პრინციპი გააშავონ და შესაბამისად, პიარულად მომგებიანია ის, რომ ახლა, ამ ეტაპზე, მათ საკონსტიტუციო სარჩელები შეიტანონ. პრეზიდენტის სარჩელის შემდგომ როგორც ვიცი, სხვა სარჩელებიც შედის. რაც უფრო მეტი სარჩელი შევა, მათი აზრით,…

მეტი...

„დემოკრატიულმა პარტიამ“ 55 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ აშშ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა.  ინფორმაციას Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს. აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც კამალა ჰარისის, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.

მეტი...

”ჩინეთი უარყოფს სანქციებს და მიიღებს ყველა საჭირო ზომას“ – ოფიციალური ჩინეთის პასუხი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის განცხადებას უპასუხეს, სადაც სანქციებზეა საუბარი. კერძოდ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ მზადდება ახალი სანქციები ჩინურ სუბიექტებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომს უკრაინაში. მინიშნება გაკეთდა ჩინურ ბანკებზე. „ჩინეთის პოზიცია უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ობიექტური და სამართლიანი იყო. ჩინეთი არ არის ის, ვინც შექმნა კრიზისი და არც მისი მხარე, მაგრამ აქტიურად მუშაობდა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებისა და კრიზისის პოლიტიკური დარეგულირებისთვის. შეერთებულმა შტატებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს კრიზისის პოლიტიკური მოგვარებისთვის, ვიდრე ბრალი ჩინეთზე გადაიტანოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთიც და რუსეთიც დამოუკიდებელი ძირითადი ქვეყნებია. ჩინეთსა და რუსეთს აქვთ…

მეტი...

„დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს პროცესებში ჩაერთოს. შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ეს არის უკანონო პროცესი. „მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აქვს სრული უფლებამოსილება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ, მეორე – ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა, მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული…

მეტი...

“ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს”- ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი

“ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში „დემოკრატიულმა პარტიამ“ უნდა გადაწყვიტოს ვის წარადგენს, ხოლო შემდეგ ამერიკელი ხალხი გადაწყვეტს, ვისი ნახვა სურთ მათ აშშ-ის პრეზიდენტად. „ჩემი მიდგომა ამ გადაწყვეტილების პატივისცემაში მდგომარეობს და ჩვენ ვიმუშავებთ მასთან, ვისაც ამერიკელი ხალხი აირჩევს“ – განაცხადა კირ სტარმერმა.    

მეტი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საფრანგეთში მიემგზავრება

მასპინძელი ქვეყნის – საფრანგეთისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიწვევით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენგი საფრანგეთში გაემგზავრება. ჰან ჟენგი ჩინეთის პრეზიდენტის –  სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი იქნება, რომელიც 26 ივლისს, პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას და სხვა ღონისძიებებს დაესწრება. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სპორტის განვითარებას და აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში. „ვიცე პრეზიდენტი ჰან ჟენგი დაესწრება პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას და სხვა ღონისძიებებს, როგორც პრეზიდენტის სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენელი. ეს სრულად აჩვენებს, თუ რამდენად აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთი საერთაშორისო ოლიმპიურ საქმეს და საფრანგეთის მუშაობას,…

მეტი...

„გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული“- წილოსანი

„გიორგი ვაშაძეს პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული, „ლელოს“ ახალი შემადგენლობა სასაცილოა და მათთან გახარიას გაერთიანება რეიტინგულ ზრდას ვერ უზრუნველყოფს“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანს კითხვა დაუსვეს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ლელოს“ და პარტია „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. „გიორგი ვაშაძეს თავის თავზე ძალიან საინტერესო მისია აქვს აღებული, პოლიტიკური მაჭანკლობა აქვს დაწყებული და რაღაცნაირად უნდა, რომ „ლელო“ და გახარია შეაწყვილოს. მათი ფორმალური დაწყვილების მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთში თანამშრომლობით არაერთხელ გაგვაოცებენ, რადგან ოპოზიციურ ველზე არცერთი პოლიტიკური პარტია არ მეგულება, რომელიც დამოუკიდებლად რაიმე გადაწყვეტილებას იღებს. მათი ერთმანეთში აღრევა…

მეტი...

დმიტრო კულება ჩინეთში ჩადის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს ჩინეთში ელოდებიან.  დმიტრო კულება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საგარეო საქმეთა მინისტრის ვანგ იის მიწვევით გაემგზავრება. მისი ვიზიტი 23-26 ივლისს არის დაგეგმილი.  

მეტი...

„ვისურვებდი არ გაიმარჯვოს ტრამპმა“- თაკო ჩარკვიანი

„ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტი მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს უკრაინამ მიწის ნაწილი რუსეთს და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება უკრაინისთვის“ – ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. ჩარკვიანი ამბობს, რომ  ძალიან ვგულშემატკივრობს უკრაინას, რომელიც თავს ღირსეულად იცავს. „სულ ვადევნებ თვალყურს ზელენსკის გამოსვლას. როგორ ღელავს უკრაინელი ხალხი, ნატანჯი და ნაგვემი, პუტინისგან, ამ ტერორისტისგან გაწამებული ხალხი. ამიტომ ვისურვებდი, არ გაიმარჯვოს ტრამპმა, რადგან მისი მოსალოდნელი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს რომ წაიკითხავთ, მკვეთრად საუბრობს, როგორ უნდა გადასცეს რუსეთს უკრაინამ მიწის ნაწილი და როგორ უნდა შეჩერდეს შეიარაღების მიწოდება…

მეტი...

პარლამენტთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო. დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.        

მეტი...

უკრაინა კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა დასავლელი მოკავშირეებისგან, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, კიდევ 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. საბრძოლო მასალას უახლოეს ორ თვეში ელოდებიან. „ივლისისა და აგვისტოს განმავლობაში ჩვენ კიდევ 100 000 საბრძოლო მასალას გავგზავნით. ახლა ვეძებთ თანხებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ინიციატივის გაგრძელება 2025 წელსაც იყოს შესაძლებელი“ – აღნიშნა ლიპავსკიმ.    

მეტი...

“კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო“- პესკოვი

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის განცხადებები რუსეთთან მიმართებაში არამეგობრული იყო“ – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვმა დასძინა, რომ ახლა კრემლი ასეთ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან მისი წვლილი ორმხრივ ურთიერთობებში აქამდე შესამჩნევი არ ყოფილა. „იყო განცხადებები, რომლებიც სავსე იყო ჩვენი ქვეყნის მიმართ საკმაოდ არამეგობრული რიტორიკით. ორმხრივ ურთიერთობებში მისი სხვა ქმედება, არც პლუსის, არც მინუსის ნიშნით, ჯერჯერობით არ დაგვიფიქსირებია“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, როგორ აფასებს კრემლი ჰარისის კანდიდატურას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების კონტექსტში.    

მეტი...

ევროკავშირი სომხეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს

ევროკომისიის გადაწყვეტილებას დღეს ევროკავშირის საბჭოზე მხარი დაუჭირეს საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, სომხეთთან უვიზო რეჟიმი იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ქვეყანა დააკმაყოფილებს კონკრეტულ პირობებს. ამასთან, პროცესმა, შესაძლოა, რამდენიმე წელიწადს გასტანოს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის თქმით, „ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში, რომელიც დაფუძნებულია საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე“.  

მეტი...

მოხუცთა თავშესაფარს თავს დაესხნენ-დაღუპულია 5 ადამიანი

ხორვატიაში, მოხუცთა თავშესაფარში შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს. შემთხვევა ქალაქ დარუვარში მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე ახლომდებარე კაფეში დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ომის ვეტერანია და მოხუცთა თავშესაფარში დედა და იქ მყოფი სხვა პირები მოკლა.  

მეტი...

„გამჭვირვალობის კანონის“ გაუქმების მოთხოვნით ოპოზიცია სარჩელს ამზადებს

პარლამენტის მიერ მმართველი უმრავლესობის ინიციატივით მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელიც შევა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრები პარლამენტში საკონსტიტუციო სარჩელს აწერენ ხელს. არსებული ინფორმაციით, სარჩელის ხელმომწერი პარლამენტის 32 ოპოზიციონერი წევრი იქნება. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსგან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის კონსტიტუციის 22-ე და 78-ე მუხლებთან შეუსაბამობის დადასტურებასა და მის გაუქმებას ითხოვს.  

მეტი...

“ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია!”- ირაკლი ზარქუა

მმართველი პარტიის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ორმაგ სტანდარტს აქვს ადგილი. ზარქუა ამბობს, რომ მისთვის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არალეგიტიმურია. „ჩემთვის შოლცი არალეგიტიმურია! – როცა მე მორალს შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა! ღირსება არ გააჩნია! მეორე, საფრანგეთის ის რომ არის – მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა, გამოდიხარ და ამ უძველესი ცივილიზაციის და კულტურის ქვეყანას ეუბნები, ევროპული ღირებულებებისგან გადაუხვიეთო! „- ამბობს ზარქუა მისივე თქმით, მალე ორმაგ სტანდარტს აშშ-ც ეტყვის უარს.    

მეტი...

სუს-ში ტერორიზმის მუხლით დაბარებულთაგან ერთ-ერთი გამოკითხვაზე უარს აცხადებს

ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელიც დღეს სუსში იყო დაბარებულიდა გამოკითხვაზე უარს აცხადებს. ჯღამაიამ გადაწყვიტა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს. „როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე არის ორი მუხლით, სსკ-ის 315 და 18/63 ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხება. კკანონიერი უფლება გამოვიყენეთ და გამოძიებამ განგვიმარტა, რაზე ვიყავით დაბარებული და რა მუხლებზეა გამოძიება დაწყებული. ასევე, ჩვენ კლიენტმა, ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, გამოძიებასთან, ამ შემთხვევაში ჩვენება აქ არ მიეცა და გამოკითხულიყო მაგისტრ მოსამართლესთან – ამბობს ჯღამაიას ადვოკატი. უწყებაში ამავე მუხლებით კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიბარეს.

მეტი...

“ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ ყოველთვის მადლიერი იქნება. უკრაინის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რომ მხარდაჭერა მომავალი ადმინისტრაციის პირობებშიც გაგრძელდება. „ჩვენ პატივს ვცემთ მის რთულ, მაგრამ მტკიცე გადაწყვეტილებას. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ხელმძღვანელობისთვის. მან მხარი დაუჭირა ჩვენს ქვეყანას ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში, დაგვეხმარა პუტინის მიერ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს ჩვენ გვერდით დგომას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში. ამჟამინდელი ვითარება უკრაინაში და მთელ ევროპაში არანაკლებ რთულია და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ძლიერი ამერიკული ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსეთის ბოროტებას, მიაღწიოს წარმატებას“,-…

მეტი...

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ეწვევა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მიწვევით ჩინეთს ეწვევა. ინფორმაციას მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ მოსაზრებებს ორმხრივი ურთიერთობების არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე. ამასთან, განხილვის მთავარი თემა იქნება რუსული აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში.  

მეტი...

ევროკავშირმა რუსეთს  ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის უწყვეტი ქმედებების გათვალისწინებით, მის წინააღმდეგ დაწესებული შემაკავებელი ზომები 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა.  ამის შესახებ ინფორმაციას, საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. საბჭოს ინფორმაციით, შემაკავებელი ზომები მოიცავს სექტორული ღონისძიებების ფართო სპექტრს, მათ შორის, შეზღუდვებს ვაჭრობაზე, ფინანსებზე, ტექნოლოგიებისა და ორმაგი დანიშნულების საქონელზე, ტრანსპორტზე და ფუფუნების საქონელზე. „ისინი ასევე მოიცავს: რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გადაზიდვის ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან ტრანსფერის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის SWIFT-დან გათიშვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე დეზინფორმაციული მედია საშუალების სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას ევროკავშირში. გარდა ამისა, კონკრეტული ღონისძიებები…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრის ბიძგები კვლავ განმეორდა

საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სოფელი ჭოეთი იყო, მიწისძვრის სიმძლავრე კი 3.8 მაგნიტუდას შეადგენდა. მანამდე მიწისძვრა 12:08 საათზე, კახეთში სოფელ გამარჯვებასთან მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.7 მაგნიტუდა იყო.

მეტი...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ მომდევნო დღეების განმავლობაში

გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. მომდევნო ორი დღის განვალობაში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით – +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი…

მეტი...

„გაწერილია საარჩევნო კამპანიის წესები და თუკი ვინმე დაარღვევს, მას დაეკისრება  პასუხისმგებლობა“- რატი ბრეგაძე

„ზოგადად, საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილია საარჩევნო კამპანიის წესები და თუკი ვინმე დაარღვევს, რა თქმა უნდა, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა ბრეგაძეს ჰკითხეს, რამდენად სწორია, „ენჯეო“ სექტორის წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა. „მაგალითად, ჩვენ იუსტიციის სამინისტროში გვაქვს სპეციალური კომისია, რომელსაც ჰქვია „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის“ და ჩვენი მანდატი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვაკონტროლოთ საჯარო მოხელეები, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან რაიმე დარღვევა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, ეს არის ჩვენი მანდატი. ხოლო თუკი ნებისმიერი სხვა ადამიანი დაარღვევს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რა…

მეტი...