ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხესთან ღამით დაბადების დღე მიულოცეს

მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს გლდანის ციხესთან წუხელ დაბადების დღე მიულოცეს. ლაზარეს მეგობრები, სამოქალაქო აქტივისტები და ოჯახის წევრები პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბნენ, მათ ადგილზე მხარდამჭერი და მისალოცი ბანერები ჰქონდათ მიტანილი.

,,29-ში შეუსრულდება ერთი წელი, რაც საპყრობილეშია, მას ბრალს ვერ უმტკიცებენ, მაგრამ ასე გაგვიჭიანურეს ეს პროცესი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პაემანი გვქონდა მხოლოდ ერთხელ, თუმცა თვეში ერთხელ გვაქვს უფლება, რომ ვნახოთ ლაზარე. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ლაზარესთან კომუნიკაცია არ გვქონდეს, მაგრამ ლაზარეს ბევრი მეგობარი, ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და ყველა მას გულშემატკივრობს, ასე რომ ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძოლებთ ლაზარეს გამარჯვებისთვის და გარეთ ყონფისთვის”, – თქვა გრიორიადისის დედამ.

მსგავსი თემები