4-მა კომიტეტმა კობახიძის პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭრა

4-მა კომიტეტმა ირაკლი კობახიძის პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭრა.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

პარლამენტში ამჟამად მეორე სხდომა მიმდინარეობს, სადაც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

საკომიტეტო მოსმენები 6 და 7 თებერვალსაც გაგრძელდება. 8 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.

მსგავსი თემები