ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევა დაფინანსდება

 

ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში ონკოპაციენტებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ მათი ადეული კვლევები სახელმწიფოს მიერ დაფინანსდება.

„განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების საჭიროებების გათვალისწინებას. გასული წლიდან, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის, ასევე ონკოქირურგიის სერვისები. უახლოეს პერიოდში,  ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, ადრეულ კვლევებიც დაუფინანსებს“ – აღნიშნა მინისტრმა.

მისვე შეფასებით, მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით.

„2023 წელს დაწყებული ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, რომლის ფარგლებში ბავშვებისთვის ხარისხიანი და მაღალტექნოლოგიური მომსახურებები იფარება ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის პარტნიორ 6 კლინიკაში. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამით ისარგებლა ან მომსახურების პროცესშია, ჯამში, 50 პატარა პაციენტი“, – აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი თემები