,,მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი“ – გიორგი ამილახვარი

პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ამილახვარმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

„სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით უკვე დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშნულის ფარგლებში სსიპ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მიმდინარეობს 250 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი.

გარდა ამისა, გაგრძელდება ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი „საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტი. პროექტი წარმოადგენს განათლების სფეროში ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილ ყველაზე ამბიციურ აქტივობას ევროკავშირის სამეზობლოში”, – განაცხადა ამილახვარმა.

მსგავსი თემები