„არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს” – თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი მოხსენების საპასუხოდ ოპოზიციის შეკითხვები ფაქტებს აცდენილი იყო და მათ ნაწილს მხოლოდ სპეკულაციები აინტერესებს:

„ეს არ იყო მძიმე სხდომა, როგორსაც მიჩვეული ვიყავით წარსულში. როგორც ჩანს, ოპოზიცია კიდევ უფრო სუსტდება, ამომრჩევლისდა სამწუხაროდ. ჩემი მოხსენების საპასუხოდ, კითხვები იყო აბსოლუტურად ფაქტებს აცდენილი. მე ვსაუბრობდი ფაქტებით. ოპოზიციაში, როგორც ჩანს, უმრავლესობა, ყველას არ ეხება, არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებს არც დიდი სპორტული ასპარეზობები, რომლებიც წელს გაიმართება საქართველოში, არც ლევილის რეაბილიტაცია, არც ათეულობით ძეგლის რეაბილიტაცია აინტერესებთ. მათ აინტერესებთ კვლავ და კვლავ სპეკულაციები, ინტრიგა. მინდა, ვთქვა, კითხვების დასმისასაც სისუსტე იყო მკვეთრად გამოხატული. შესაბამისად, არ ვიცი, ასეთი ოპოზიცია როგორ ემზადება არჩევნებისთვის და რისი იმედი აქვს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

მსგავსი თემები