გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას ეხმაურება და ნდობას უცხადებს, თუმცა ამბობს, რომ გაუმჯობესების ნიშნებს ვერ ხედავს.

,,არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ არ ვენდო, პირიქით. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ უკვე წელიწადი და 9 თვეა თითქმის ეს ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული, ამ ხნის მანძილზე დღეში 2-ჯერ მოვდივარ, ვნახულობ და ვხედავ. მე პირადად გაუმჯობესებას დიდად ვერ ვხედავ. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კეთდება თითქოს ამისთვის. სრულიად უდანაშაულო ადამიანს რომ მოათავსებ და გამოკეტავ იზოლაციაში, ეს უკვე არის წამება. არავითარი იმედი იმის, რომ ეს ადამიანი მორჩება. პირიქით. ჩანს ყველანაირი ნიშანი, რომ ეს ადამიანი უნდა მოკლან აქ”, – ამბობს ალასანია.

მსგავსი თემები