პრეზიდენტმა თოყაევმა ყაზახეთის მთავრობა გადააყენა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობა გადააყენა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,ყაზახეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 70-ე მუხლის შესაბამისად, მე ვწყვეტ:

1. მიღებულ იქნას ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება.

2. ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობები დროებით დაეკისროს რომან სკლიაარს.

3. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები აგრძელებენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.

4. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერის დღიდან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები