,,ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, დასრულდება სასამართლოში” – წულუკიანი

,,ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, დასრულდება სასამართლოში”. ამის შესახებ, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, თეა წულუკიანმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,მე ვაპირებ და ასეთი დავალება აქვთ ჩემს თანამშრომლებს, რომ ნებისმიერი ადამიანის საჯარო განცხადება, რომელიც დაგვწამებს ცილს, რომ ჩვენ ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ, ყველა ამგვარი განცხადება დასრულდება სასამართლოში. იმიტომ, რომ ამის მოთმენას მე პირადად აღარ ვაპირებ. როგორც იუსტიციის სამინისტროში, ისე აქ, ყველაფერი, რასაც ჩემი ხელმძღვანელობით, ჩვენი სისტემის თანამშრომლები აკეთებდნენ 8 წლის მანძილზე იუსტიციის სისტემაში და აკეთებენ აქ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე. და პასუხს ვაგებ არა მხოლოდ დღეს, არამედ 10, 20 და 50 წლის შემდეგაც. მაგრამ როდესაც რაღაცაში არ ვართ ჩართული, მე ვერავის ვერ მივცემ უფლებას, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მიაყენოს შეურაცხყოფა”, – თქვა წულუკიანმა გელათის მონასტრის რეაბილიტაციაზე საუბრისას.

მსგავსი თემები