მამის მიერ გაუპატიურებულმა არასრულწლოვანმა ნაადრევად იმშობიარა – ნაყოფი დაიღუპა

იმერეთში, 50 წლის კაცი შვილის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული – გამოძიების ცნობით, მამას 2 წლის განმავლობაში არასრულწლოვან შვილთან სექსუალური კონტაქტი ჰქონდა. დანაშაულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგომ ნაადრევად იმშობიარა, ხოლო ნაყოფი დაიღუპა.

ამ დრომდე უცნობია, იცოდა თუ არა ვინმემ ამ ამბის შესახებ ოჯახში, სადაც დანაშაული ხდებოდა.

გოგონა დიდი ხნის განმავლობაში არაფერს ამბობდა, რადგან მას მამა მოკვლით ემუქრებოდა.

მსგავსი თემები