რომელ წლამდე გაცემული პირადობები ჩანაცვლდება უფასოდ

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება:

„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით. შედეგად, მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას” – განაცხადა ბრეგაძემ.

მსგავსი თემები