ირაკლი ჩიქოვანი არ ადასტურებს რომ ლევან დავითაშვილს ჩაანაცვლებს

გავრცელებულ ინფრომაციას, რომ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ჩაანაცვლებს, თავად დავითაშვილი არ ადასტურებს. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია სპეკულაციაა.

„არ გიდასტურებთ. ეს ინფორმაცია საიდან მოვიდა კი ვიცი. ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დაიწყო ამით სპეკულაცია და მერე სხვა მედიასაშუალებებიც აჰყვნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია თავიდანვე არ იყო სიმართლე. იმედი მაქვს, თავდაცვის მინისტრი ვიქნები და თავდაცვის ძალებს განვითარებაში დავეხმარები“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

 

მსგავსი თემები