დასავლეთ საქართველოში არასრულწლოვანმა იმშობიარა, გაუპატიურების ბრალდებით კი მოზარდის მამა დააკავეს

დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ რაიონში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით კი პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტაპზე უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს.

არსებული ინფორმაციით, 17 წლის მოზარდმა რამდენიმე დღის წინ ნაადრევად იმშობიარა, ნაყოფი დაიღუპა. კლინიკა არასრულწლოვანმა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“, – ამბობს გამოცემასთან საუბარში თანასოფლელი.

მსგავსი თემები